დემოგრაფია

დემოგრაფია
• მეცნიერება მოსახლეობის, ანუ პოპულაციის შესახებ. სხვა მრავალი მეცნიერების მსგავსად იგი შეიძლება ვიწრო და ფართო მნიშვნელობით განიმარტოს. „ყველაზე ვიწრო მნიშვნელობით დემოგრაფია შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, განაწილებას, სტრუქტურასა და ცვლილებას. ცვლილების კომპონენტებია დაბადება, სიკვდილი და მიგრაცია“. ფართო მნიშვნელობით კი დემოგრაფია გულისხმობს პოპულაციური ჯგუფების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის შეგროვებას. ამ ინფორმაციაში მათი დედაენების შესახებ მონაცემებიც შედის.
Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
• მოსახლეობის სტრუქტურის მეცნიერული შესწავლა, რომელიც აწარმოებს მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა და შემცირების, შობადობის, სიკვდილიანობის, სიცოცხლის ხანგრძლივობის, მიგრაციის ანალიზს; აგრეთვე, განიხილავს მის ასაკობრივ, სქესობრივ თანაფარდობას და ამ მაჩვენებლების ცვლილებებს. დემოგრაფიული ინფორმაციის შეგროვების უმთავრესი წყაროა რეგულარული აღწერა, რომელიც ყველა სახელმწიფოში საშუალოდ 10 წელიწადში ერთხელ ტარდება.
Source: ზურაბიშვილი თინათინ. თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / თინათინ ზურაბიშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»